უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ კილიან მბაპე დაასახელა #1TVSPORT
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო მოთამაშედ კილიან მბაპე დაასახელა #1TVSPORT

უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის „რეალის“ ფრანგი თავდამსხმელი კილიან მბაპე დაასახელა.

მბაპემ ყაზახეთში „კაირათის“ წინააღმდეგ ჰეთთრიქი შეასრულა, ხოლო მადრიდის „რეალმა“ მატჩი 5:0 მოიგო. 26 წლის ფრანგისთვის აღნიშნული ჰეთთრიქი მესამე იყო, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლით მატჩში შეასრულა, ამ მაჩვენებლით კი ფილიპო ინძაგის გაუთანაბრდა.

კვირის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულზე ნომინირებულნი ასევე იყვნენ – ერლინგ ჰალანდი („მან.სიტი“), რასმუს ჰოილუნი („ნაპოლი“) და იენს პიტერ ჰაუგი („ბოდო/გლიმტი“).