უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა #1TVSPORT
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წლის სეზონის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის სიმბოლური გუნდი შეადგინა. თერთმეტეულში ორი ფეხბურთელი ორ გუნდს ჰყავს, „ლაიფციგსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედს“.
საინტერესოა, რომ სიმბოლურ გუნდში ვერ მოხვდა ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც „უნიონ ბერლინთან“ გადამწყვეტი ასისტი შეასრულა, „ნაპოლის“ გამარჯვებაში დაეხმარა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მიიღო.
შეტევის ხაზში სანტიაგო ხიმენესი („ფეიენოორდი“), ევანილსონი („პორტო“) და გაბრიელ ჟეზუსი („არსენალი“) მოხვდნენ.