ცოტნე კაპანაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა #1TVSPORT
ცოტნე კაპანაძე „დუნაისკა სტრედას“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და 11 წუთი ითამაშა „ბანსკა ბისტრიცასთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც მისმა გუნდმა 2:0 მოიგო.
25 წლის მცველმა ბოლოს 16 აგვისტოს „კომარნოსთან“ ითამაშა, ტრავმა მიიღო და მას შემდეგ მკურნალობდა. „დუნაისკაში“ შეუცვლელად ითამაშა გიორგი გაგუამ, რომელმაც ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.
13 ტურის შემდეგ „დუნაისკა სტრედა“ 35 ქულით სლოვაკეთის ჩემპიონატის ლიდერია და უახლოეს მდევარს, მოქმედ ჩემპიონს, ბრატისლავის „სლოვანს“ 8 ქულით უსწრებს.