უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ეტაპის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა #1TVSPORT
უეფა-მ ჩემპიონთა ლიგის 2026/27 წლების სეზონის ლიგის ფაზის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც 11 სხვადასხვა გუნდის ფეხბურთელი მოხვდა.
მეორე ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე „ლივერპულის“ შემტევი ბრედლი ბარკოლა იყო, რომელმაც ავსტრიულ ლასკ-თან მოგებულ შეხვედრაში (6:3) სამი გოლი გაიტანა. ჰეთთრიკი შეასრულა „ბრიუგეს“ თავდამსხმელმა, ნიკოლო ტრეზოლდიმაც, რომლის გუნდმა მილანის „ინტერი“ სტუმრად 4:3 დაამარცხა.
სიმბოლურ გუნდში მოხვდა მიუნხენის „ბაიერნის“ ფორვარდი ჰარი კეინი, რომელმაც „ვიკინგთან“ ფრედ დასრულებულ მატჩში (3:3) დუბლი შეასრულა. რჩეულთა შორის არიან „ბარსელონას“ ახალგაზრდა ვარსკვლავი ლამინ იამალი და პსჟ-ის ნახევარმცველი ვიტინია.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური შედეგიანობის მხრივ რეკორდული გამოდგა – 18 შეხვედრაში 78 გოლი გავიდა, რაც ტურნირის ისტორიაში ერთი ტურის საუკეთესო მაჩვენებელია.
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის სიმბოლური ნაკრები უეფა-ს მიხედვით:
მეკარე: სტას პოკატილოვი („საბაჰი“)
მცველები: მაქსი არაუხო („სპორტინგი“), ჰენრიკ ფალხენერი („ვიკინგი“), ჯეფ შაბო („შტუტგარტი“), ფრედრიკ შიოვოლდი („ბოდო/გლიმტი“)
ნახევარმცველები: იოჰან მანზამბი („ასტონ ვილა“), ვიტინია („პარი სენ-ჟერმენი“)
თავდამსხმელები: ბრედლი ბარკოლა („ლივერპული“), ჰარი კეინი („ბაიერნი“), ნიკოლო ტრეზოლდი („ბრიუგე“), ლამინ იამალი („ბარსელონა“)