ევროპალიგა | გიზი მამაგეიშვილი ტრავმის შემდეგ „შტურმში“ დაბრუნდა და საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT

02:32, 06.11.2026

გიზი მამაგეიშვილი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა და ევროპალიგის მე-3 ტურში გრაცის „შტურმში“ შეცვლაზე ითამაშა, რომელიც შინ სლოვენიურ „ცელიესთან“ 2:3 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი 5 ნოემბერს ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბელფასტში გამართულ შეხვედრაში დაშავდა და მას შემდეგ მკურნალობდა.

მამაგეიშვილი „ცელისეთნ“ მატჩში მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა, 90+3-ე წუთზე კი უმარ დიაკიტემ მისი გადაცემით ისარგებლა, სლოვენიელებს მეორე გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

გიზის ტყუპისცალი ოთო მამაგეიშვილიც გამოჯანმრთელდა და ავსტრიის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩში „ვოლფსბეგერში“ ითამაშა. ჯერჯერობით კვლავ ტრავმირებულია საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილი, რომელიც მკურნალობს და „შტურმს“ ვერ ეხმარება.

მსგავსი