ქართველები კონფერენსლიგაზე – ჭანტურიშვილმა „იაბლონეცს“ უკაპიტნა, საზონოვს „ხეტაფეში“ არ უთამაშია #1TVSPORT

02:59, 06.11.2026

კონფერენსლიგის ძირითადი ეტაპის მესამე ტურში ვახტანგ ჭანტურიშვილმა ჩეხური „იაბლონეცი“ ლატვიაში, „რიგასთან“ მატჩში მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა. მატჩი 1:1 დასრულდა, ქართველმა ლეგიონერმა შეუცვლელად ითამაშა.

ანტონ თოლორდავას „კაუნო ჟალგირისი“ შვეიცარიაში „ლუგანოს“ შეხვდა და 0:3 დამარცხდა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

საბა საზონოვის „ხეტაფემ“ შინ ინგლისურ „ბრაიტონთან“ 0:1 წააგო. საქართელოს ნაკრების მცველს არ უთმაშია. შემდეგ შეხვედრას „ხეტაფე“ 26 ნოემბერს თბილისში „იბერიასთან“ გამართავს.

მსგავსი