კონფერენსლიგის მესამე ტურში „იბერია“ „კოპენჰაგენთან“ დამარცხდა #1TVSPORT

02:08, 06.11.2026

კონფერენსლიგის მე-3 ტურში თბილისის „იბერია“ დანიის ყველაზე ტიტულიან კლუბს, „კოპენჰაგენს“ დაუპირისპირდა და, მიუხედავად იმისა, რომ 1:2 დამარცხდა, ღირსეულად ეთამაშა და ქულის მოპოვებაც შეეძლო.

ამ მატჩამდე „იბერიას“ ერთი ქულა ჰქონდა, „კოპენჰგენმა“ 4 ქულა დააგროვა – შინ პორტუგალიური „ბრაგა“ 3:0 დაამარცხა, სტუმრად სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ კი 2:2 ითამაშა. ამავე დროს, ევროტურნირების მუდმივი მონაწილეა და, ცხადია, ფავორიტად მიიჩნეოდა.

„პარკენ არენაზე“ გამართული შეხვედრა თბილისელებმა აქტიურად დაიწყეს და სახიფათო მომენტებიც შექმნეს, მაგრამ მე-19 წუთზე თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა და „კოპენჰაგენი“ ნორვეგიის ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა, მოჰამედ ელიუნუსმა დააწინაურა. სამ წუთში კი მასპინძელთა შეტევისას ვაჰიდ სელიმოვიჩმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

„იბერიამ“ ბრძოლა გააგრძელა და 30-ე წუთზე მეტოქის შეცდომით ისარგებლა – ზვიად ნაჭყებიამ ბურთისთვის ბოლომდე იბრძოლა, გოლი კი ამირან ძაგანიამ გაიტანა.

54-ე წუთზე „იბერიამ“ მეორე ბურთიც გაუტანა, მაგრამ არბიტრმა ვიდეორეფერიზე გადამოწმებისას მეკარეზე შეტევა დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.

სამი ტურის შემდეგ „იბერიას“ ერთი ქულა აქვს. მომდევნო შეხვედრას საქართველოს ჩემპიონი 26 ნოემბერს შინ საბა საზონოვის „ხეტაფესთან“ გამართავს.

ცხრილი იტვირთება…

მსგავსი