უეფა გუნდებს ფულს გადაურიცხავს - 200 მილიონი 676 გუნდისთვის
უეფა გუნდებს ფულს გადაურიცხავს - 200 მილიონი 676 გუნდისთვის

უეფა-ს აღმასრულებელ კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე გადაწყვიტა, დაუყოვნებლივ გადაუხადოს ის თანხები გუნდებს, რომლებიც მათ ფეხბურთელების ეროვნულ ნაკრებში გაგზავნის გამო ეკუთვნით. ისინი თანხებს ეროვნულ ნაკრებებში ფეხბურთელების 2018-2020 წლებში გაშვებისთვის მიიღებენ.

გადაწყვეტილება ასოციაციების დასახმარებლად COVID-19 ვირუსის პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან დაკავშირებით მიიღეს.

50 მილიონი ევრო გადანაწილდება იმ ასოციაციებზე, სადაც 39 ქვეყნის მოთამაშეები გამოდიან და რომლებიც ევრო 2020-ის პლეი ოფში მონაწილეობას არ მიიღებენ. რადგან საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალისტია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ამ კომპენსაციას არ მიიღებს.

17,7 მილიონი განაწილდება იმ კლუბებს შორის, სადაც ევრო 2020-ის პლეი ოფის მონაწილე 16 ქვეყნის ფეხბურთელები არიან. ამასთანავე, 2.7 მილიონი ევრო გადანაწილდება იმ 16 ქვეყნის კლუბებს შორის, რომელთა ფეხბურთელებიც ევრო 2020-ის პლეი ოფში მონაწილეობას მიიღებენ.

ევრო 2020-ის ეგიდით მინიმუმ 200 მილიონი ევრო გადანაწილდება. 70 მილიონი ევრო გადანაწილდება იმ კლუბებს შორის, რომლის ფეხბურთელებიც ერთა ლიგისა და ევრო 2020-ის შესარჩევ მატჩებში მონაწილეობდნენ, ხოლო 130,000 მილიონი ევრო იმ გუნდებისთვის, რომელთა ფეხბურთელებიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე იასპარეზებენ. უეფა-ს ცნობით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან ფულს სულ ევროპაში 676 გუნდი მიიღებს.