უეფა ფინანსურ ფეარ პლეიზე უარის თქმას აპირებს. იტალიელი ჟურნალისტის ტანკრედი პალმიერის ინფორმაციით, ამჟამად არსებული სისტემის ნაცვლად, შემოიღებენ ახალს, რომელიც კლუბებს გარიგებების განხორციელებისას უფრო მეტ თავისუფლებას მისცემს.
როგორც იტალიური გამოცემა „გაძეტა დელო სპორტი“ წერს, უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა, შესაძლოა, უკვე 25 მარტს გამოაცხადოს ფინანსური ფეარ პლეის გაუქმება.
შეგახსენებთ, რომ ფინანსური ფეარ პლეი 2011-12 წლების სეზონიდან მოქმედებს.