უეფა ევროტურნირების გასვლით მატჩებზე ბილეთის ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს დააწესებს
უეფა ევროტურნირების გასვლით მატჩებზე ბილეთის ღირებულების მაქსიმალურ ზღვარს დააწესებს

უეფას ხელმძღვანელობა აპირებს, თავისი ეგიდით გამართულ ტურნირებზე სტუმარი გულშემატკივრებისთვის ბილეთების ღირებულების ზედა ზღვარი შემოიღოს. ეს ინფორმაცია სქაი სპორტსმა (Sky Sports) გაავრცელა.

ამ წინადადებას განიხილავს უეფას საკლუბო ტურნირების კომიტეტი, რომლის სხდომა 14 მაისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ამ სეზონში სარეკორდოდ მაღალი ფასები დააწესეს მეტოქის გულშემატკივრებისთვის ბარსელონამ და მანჩესტერ იუნაიტედმა, რომლებიც ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდებიან.

კატალონიელები სტუმარი ფანებისთვის თითო ბილეთს 120 ევროდ ყიდიან. პასუხად, მანჩესტერ იუნაიტედმაც გაზარდა ბილეთის ფასი ბარსელონას გულშემატკივრებისთვის. ასევე დაპირდა თავის ფანებს, რომ ესპანეთის მატჩის ბილეთების ღირებულების ნაწილს დაფარავს.