უეფა ევროთასების საგზურების განაწილების პრინციპზე ჩამოყალიბდა
უეფა ევროთასების საგზურების განაწილების პრინციპზე ჩამოყალიბდა

უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტი მომდევნო სეზონზე ევროთასებზე ადგილების განაწილების წესზე ჩამოყალიბდა.

როგორც ცნობილი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა ტვიტერში წერს, იმ ჩემპიონატებში, რომლებსაც ვერ დაასრულებენ კორონავირუსის პანდემიის გამო, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მონაწილეებს აირჩევენ სპორტული პრინციპით, კერძოდ საგზურები განაწილდება სეზონის შეწყვეტის მომენტში დაფიქსირებული გათამაშების ცხრილის მიხედვით.

უეფა უშვებს ამგვარ ვარიანტს, თუმცა მისი რეკომენდაციაა, რომ დასრულდეს ეროვნული ჩემპიონატები.