უეფა 2020-21 წლების სეზონზე შეამცირებს ან გააუქმებს ევროთასების კვალიფიკაციას
უეფა 2020-21 წლების სეზონზე შეამცირებს ან გააუქმებს ევროთასების კვალიფიკაციას

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო რაუნდების ფორმატი მომავალ სეზონზე ცვლილებას განიცდის.

იმასთან დაკავშირებით, რომ 2020-21 წლების სეზონის სტარტი გადაწეულია კორონავირუსის პანდემიის გამო, უეფას ეჭვი ეპარება, რომ შეძლებს სტანდარტული სქემით ორივე ევროთასის ჩატარებას. როგორც ადრე იტყობინებოდნენ, მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის სავარაუდო სტარტი 20 ოქტომბერს იქნება.

გაზეთ „თაიმსის“ ინფორმაციით, ორგანიზაცია აპირებს შეამციროს ევროთასების კვალიფიკაცია. ძირითად ვარიანტებს შორის არის რაუნდების შემცირება ერთ მატჩამდე და მათი ნეიტრალურ მოედანზე ჩატარება. ასევე იგეგმება თავად ეტაპების შემცირება. თუ ვერც ერთი ვარიანტის განხორციელებას ვერ შეძლებს, უეფა საერთოდ გააუქმებს კვალიფიკაციას.