უცნაური სტატისტიკა - „ოქროს ბურთი“ მსოფლიო ჩემპიონს 1994 წლის შემდეგ პირველად გადაეცა #1TVSPORT
უცნაური სტატისტიკა - „ოქროს ბურთი“ მსოფლიო ჩემპიონს 1994 წლის შემდეგ პირველად გადაეცა #1TVSPORT

ლიონელ მესი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის „ოქროს ბურთის“ მფლობელი და 1994 წლის შემდეგ პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა, რომელსაც ეს ჯილდო გადაეცა.

„ოქროს ბურთი“ მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეს ფიფა-სგან გადაეცემა. ჯილდო პირველად 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დააწესეს. ჯამში, 11 ტურნირში მეოთხედ საუკეთესო მოთამაშედ გამარჯვებული გუნდის ფეხბურთელი აღიარეს.

პირველად ჯილდო 1982 წელს იტალიელმა პაოლო როსიმ მოიგო, არგენტინელმა დიეგო მარადონამ – 1986 წელს და ბრაზილიელმა რომარიომ – 1994-ში. თუმცა, რაც უნდა უცნაური იყოს, მას შემდეგ, 1998 წლიდან 2018 წლამდე „ოქროს ბურთს“ უცვლელად იგებდნენ ფინალში დამარცხებული გუნდების მოთამაშეები, ერთხელ კი დიეგო ფორლანმა მიიღო, რომელიც ფინალში ვერ გავიდა და მესამე ადგილისთვის ითამაშა.

ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის ორი „ოქროს ბურთის“ პირველი მფლობელია. მან 2014 წელს ფინალში წააგო გერმანელებთან, 2022 წელს კი ფრანგებს აჯობა, გოლები გაიტანა ძირითად და დამატებით დროში, ასევე  – პენალტების სერიაში.

მსოფლიო ჩემპიონატების „ოქროს ბურთის“ მფლობელები

1982

პაოლო როსი, იტალია, პირველი ადგილი

1986

დიეგო მარადონა, არგენტინა, პირველი ადგილი

1990

სალვატორ სკილაჩი, იტალია, მესამე ადგილი

1994

რომარიო, ბრაზილია, პირველი ადგილი

1998

რონალდო, ბრაზილია, მეორე ადგილი

2002

ოლივერ კანი, გერმანია, მეორე ადგილი

2006

ზინედინ ზიდანი, საფრანგეთი, მეორე ადგილი

2010 წელი

დიეგო ფორლანი, ურუგვაი, მეოთხე ადგილი

2014 წელი

ლიონელ მესი, არგენტინა, მეორე ადგილი

2018 წელი

ლუკა მოდრიჩი, ხორვატია, მეორე ადგილი

2022 წელი

ლიონელ მესი, არგენტინა, პირველი ადგილი