უცხოური მედია თორნიკე კვარაცხელიაზე – ხვიჩასთან მსგავსება გასაოცარია, მისით ევროპული გრანდები დაინტერესდნენ #1TVSPORT
„ახალი კვარა“ გამოჩნდა – ამ სათაურით წერილს ინტერნეტ-პორტალი DailyFootyTakes-ი აქვეყნებს.
„16 წლის თორნიკე კვარაცხელიას თამაშის ვიდეოები ინტერნეტსივრცეში სწრაფად ვრცელდება, რაც სრულიად დამსახურებულად ხდება. ის „პარი სენ-ჟერმენის“ მოთამაშის, ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმაა. მარცხენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს და უკვე „დინამო თბილისის“ მთავარ გუნდშიც გამოდის.
უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაში მან „კოპენჰაგენთან“ ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც შეასრულა, გოლი კი თავისი ძმის მსგავსად აღნიშნა.
თორნიკე ზაფხულში „ბაიერნში“ მიიწვიეს, მიუნხენში მან ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ივარჯიშა და ამხანაგურ თამაშში გოლიც გაიტანა. მის გარემოცვას უკვე დაუკავშირდნენ ისეთი კლუბები, როგორებიცაა „ჩელსი“, „ტოტენჰემი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ იუნაიტედი“ და სხვები.
16 წლის კვარაცხელიას უცხოეთში გადასვლა, ასაკიდან გამომდინარე, 2028 წლამდე არ შეუძლია. როდესაც ეს შესაძლებელი იქნება, რომელიმე გრანდი მასში დიდ თანხას გადაიხდის“.