უჩა ნანუაშვილი - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აზრი მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული
უჩა ნანუაშვილი - სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აზრი მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აზრი მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული.

ამის შესახებ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„პერსონალიებს ვერ შევაფასებ. მთავარია, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ღია, გამჭვირვალე, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

დღესაც გავიმეორებ, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოების აზრი გათვალსიწინებული ამ პროცესში“,- განაცხადა ნანუაშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის თანამდებობაზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის  სხდომის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

უმრავლესობამ შვიდ კანდიდატურაზე იმსჯელა, რომელთა შორისაც იყვნენ ანა ნაცვლიშვილი, ნინო ლომჯარია, ზვიად ქორიძე და ვახუშტი მენაბდე.

დატოვე კომენტარი