მატჩ-რევანში მძიმეწონოსნებს, ამერიკელ დეონტეი უაილდერსა და ბრიტანელ ტაისონ ფიურის შორის, 2020 წლის იანვარში გაიმართება, – იტყობინება „მეტრო“. ბრძოლა შედგება იმ შემთხვევაში, თუ უაილდერი კუბელ ლუის ორტისს დაამარცხებს.
ფიურისა და უაილდერის პირველი ბრძოლა 2018 წლის ბოლოს გაიმართა და ფრედ დასრულდა, რითაც ამერიკელმა შეინარჩუნა საჩემპიონო ქამარი.
რაც შეეხება უაილდერისა და ორტისის ბრძოლას, ის ამა წლის 28 სექტემბერს გაიმართება. ესეც მატჩ-რევანშია, რადგან უაილდერმა 2018 წლის მარტში დაამარცხა ორტისი.
30 წლის ფიურის 15 ივნისს ელოდება შეხვედრა გერმანელ ტომ შვარცთან.