სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა დეონტეი უაილდერმა (40-0-1, 39KO) განაცხადა, რომ ტაისონ ფიურის (27-0-1, 29KO) წინააღმდეგ მატჩი-რევანში სურს. შეგახსენებთ, რომ ამ მოკრივეთა პირველი ბრძოლა ფრედ დასრულდა. ამერიკელის თქმით, ფიურისთან მას ბევრი გაურკვეველი საკითხი დარჩა.
„თავდაპირველად, ცოტას დავისვენებ, მინდა დღესასწაულები ჩემი ოჯახის წევრებთან გავატარო. ახალი წლის შემდეგ კი საქმეებს დავუბრუნდები“, – ამბობს უაილდერი. – „ერთმნიშვნელოვნად, უპირველესი საქმეა ფიურისთან რევანში. ძალიან ბევრი კამათია პირველ ბრძოლის შედეგზე და მის გამარჯვებულზე. ასე არ უნდა იყოს. უნდა არსებობდეს მოგებული და უნდა არსებობდეს წაგებული. ფრეებს არ ვაღიარებ. რადგან ყველაფერი საკამათო გახდა, უნდა დავბრუნდეთ რინგზე და დავამთავროთ დაწყებული. მე ბევრს ვმოგზაურობდი ფიურისთან ბრძოლის შემდეგ. და გულშემატკივრები დღემდე ლაპარაკობენ იმ ბრძოლაზე. უკანასკნელი სულელი ვიქნები, თუ დღეს სხვა ბრძოლას დავთანხმდები. მე მაქვს ის, რაც საჭიროა – ბრძოლა, რომელზეც ყველა ლაპარაკობს. ასე რომ, რაიმე სხვა მიმართულებით სიარული სისულელეა. დღეს ჩვენს წონაში დიდი დაძაბულობაა, მაგრამ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება“.
შეგახსენებთ, რომ უაილდერთან შეხვედრის სურვილი აქვს ბრიტანელ ენტონი ჯოშუას (22-0, 21KO), რომელიც სამი ვერსიით საჩემპიონო ქამარს ფლობს.