U21 | ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის რამაზ სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
U21 | ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩისთვის რამაზ სვანაძემ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ნოემბერს წლის ბოლო მატჩს სკოპიეში, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის ჯგუფურ ეტაპზე ჩრდილოეთ მაკედონიის 21-წლამდელთა გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

ჩრდ. მაკედონიის 21-წლამდელთა ნაკრებს ჩვენი ახალგაზრდული 16 ნოემბერს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაუპირისპირდება. სკოპიეში გასამართი მატჩისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

U21 | შემადგენლობა

მეკარეები: ლევან თანდილაშვილი („ლოკომოტივი“ თბილისი), ლუკა ხარატიშვილი („სამტრედია“), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი“).

მცველები: გიორგი მაისურაძე („დინამო თბილისი“), საბა გოგლიჩიძე („ტორპედო“ ქუთაისი), საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი“), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი“), საბა მამაცაშვილი („გაგრა“), ზურაბ რუხაძე („მეტა“, ლატვია), თორნიკე მორჩილაძე („თელავი“), საბა საზონოვი („ტორინო“).

ნახევარმცველები: ლაშა ოდიშარია („დინამო თბილისი“), ოთარ მამაგეიშვილი („საბურთალო“), გიზი მამაგეიშვილი („საბურთალო“), ლევან ოსიყმაშვილი („დინამო თბილისი“), ნოდარ ლომინაძე („სამგურალი“), ირაკლი ეგოიანი („ტვენტე“, ნიდერლანდები), შალვა ოგბაიძე („დენ ბოსხი“, ნიდერლანდები), ლუკა გაგნიძე („დინამო მოსკოვი“, რუსეთი).

თავდამსხმელები: ვასილიოს გორდეზიანი (პაოკ-ი, საბერძნეთი), გიორგი კვერნაძე („ფროსინონე“, იტალია), ჯადული იობაშვილი („დინამო თბილისი“), გიორგი აბუაშვილი („პეტროლული“, რუმინეთი).

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა მიმდინარე საკვალიფიკაციო ციკლის ბოლო ორი მატჩი ბათუმში, ნიდერლანდებისა და შვედეთის ახალგაზრდული გუნდების წინააღმდეგ ჩაატარა. ნიდერლანდებთან მარცხის შემდეგ, შვედეთთან საგრძნობი უპირატესობის ფონზე გამართული მატჩი ფრედ – 0:0 დასრულდა.

ოთხი მატჩის შემდეგ საქართველოს და შვედეთის ახალგაზრდული გუნდები ჯგუფში შვიდ-შვიდი ქულით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ, ხოლო პირველადგილოსან ნიდერლანდებს 12 ქულა აქვს.