ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა #1TVSPORT
ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ახალგაზრდებს შორის მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. მართალია, პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ფინალში ჩვენი სამეულიდან მხოლოდ მარიამ ფროდიაშვილი გავიდა, მაგრამ მარიამ აბრამიშვილსა და სალომე ფროდიაშვილსაც კარგი შედეგები ჰქონდათ, რამაც გუნდურში გამარჯვება მოგვიტანა.
შეგახსენებთ, რომ ტურნირზე ისევ ძველი წესი დააბრუნეს – ცალკე შეჯიბრება აღარ იმართება, სამივე მონაწილის შედეგები ჯამდება და მედალოსნები ასე გამოვლინდებიან.
ჩვენს გუნდს 1695 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე გასულ იტალიას მთელი 14 ქულით გაასწრო. მესამე პოზიციაზე გერმანიის ნაკრებია – 1677 ქულა.
საინტერესოა, რომ მარიამ ფროდიაშვილმა ევროპირველობაზე მეორე ოქრო მოიპოვა და ბრძოლას მესამესთვის აგრძელებს.