ტყიბულში, შახტში მყოფი ერთი პირი შეუძლოდ გახდა
ტყიბულში, შახტში მყოფი ერთი პირი შეუძლოდ გახდა

ტყიბულში, შახტში მყოფი ერთი პირი შეუძლოდ გახდა.

მეშახტეები კომპანია „საქნახშირისგან“ გაფიცული თანამშრომლებისთვის საკვების მიწოდებას ითხოვენ და მათ ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობას ადმინისტრაციას აკისრებენ.

„ამ დროისთვის მეშახტეების მდგომარეობა მძიმდება. როგორც დაგვირეკეს და გაგავაგებინეს, ერთი ადამიანი უკვე შეუძლოდ არის, ესაჭიროება დახმარება და საკვების მიწოდება, რაზეც კომპანია უარს გვეუბნება. კომპანიამ ამ ადამიანებს ფაქტობრივად შიმშილობა გამოუცხადა. ველოდებით მოვლენების განვითარებას. ჩვენ არ გვინდა, მოლაპარაკება ჩიხში შევიდეს, არ გვინდა, სიტუაცია დაიძაბოს. გვინდა მეშახტეების მოთხოვნა ხელფასის სრულად ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს მეშახტემ, რუსლან ბუცხრიკიძემ.

ტყიბულში, ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. 24 საათზე მეტია 11 მეშახტე შახტში იმყოფება.