ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ
ტყიბულში მეშახტეები გაიფიცნენ

ტყიბულში ძიძიგურის სახელობის შახტის მეშახტეები გაიფიცნენ. 24 საათია, 11 მეშახტე შახტში იმყოფება. პროტესტის ამ ფორმას კომპანია „საქნახშირში“ დასაქმებულებმა მას შემდეგ მიმართეს, რაც ადმინისტრაციამ მათი მოთხოვნა ხელფასის მომატების შესახებ არ დააკმაყოფილა.

ძიძიგურის სახელობის შახტის ადმინისტრაციის შენობასთან მეშახტეების ნაწილი იმყოფება. ისინი სოლიდარობას უცხადებენ გაფიცულებს.

„ძიძიგურის მეშახტეები ამ დროისთვის პროტესტს გამოთქვამენ დაბალი ხელფასის ჩარიცხვასთან დაკავშირებით და ელოდებიან კომპანიის გადაწყვეტილებას. ამ ეტაპზე თითოეულს დღეში 45 ლარი ერიცხება, რაც მათთვის მიუღებელია. ვიმედოვნებთ, ხელფასი გონივრულად გაიზრდება“, – განუცხადა საქართველოს პირველლ არხს პროფკავშირის წარმომადგენელმა, ონისე საპანაძემ.