თვითმფრინავს კავალადან ​ქუთაისში 20:00 საათზე ელოდებიან
თვითმფრინავს კავალადან ​ქუთაისში 20:00 საათზე ელოდებიან

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ცნობით, ამჟამინდელი ინფორმაციით, შეფერხების შემდეგ, ავიაკომპანია Wizz Air-ის რეისი W6 6402 კავალადან ქუთაისის მიმართულებით გამოფრინდება 16:00 საათზე (საბერძნეთის დროით). ქუთაისში ჩამოფრენის დრო 20:00 საათია.

ქუთაისის აეროპორტში ავიარეისები თვითმფრინავზე მეხის დაცემის შედეგად შეფერხდა.

„ავიაკომპანია Wizz Air რეისი W66401 ქუთაისი – კავალაკავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოებისას, საჰაერო ხომალდზე მეხის დაცემის გამო, გადამისამართდა სოფიას საერთაშორისო აეროპორტში“, – განაცხადეს ქუთაისის აეროპორტში და აღნიშნეს რომ ბორტს ინსპექცირება ჩაუტარდა.