თუშეთში სამძებრო-სამაშველო​ სამუშაოები დღეს განახლდება
თუშეთში სამძებრო-სამაშველო​ სამუშაოები დღეს განახლდება

ფშაველი-აბანო-ომალოს უღელტეხილზე სამძებრო-სამაშველო​ სამუშაოები დღეს, 06:00 საათიდან განახლდება. ახალგაზრდა მამაკაცის პოვნას მაშველები რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ.

გუშინდელი სამაშველო ოპერაციის ფარგლებში, ხევში გადავარდნილი მანქანა სპეციალური ტექნიკით დაშალეს და წყლის კალაპოტიდან ისე ამოიტანეს​.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან 27 ივლისს გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. მათგან სამს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ამ დროისთვის მაშველებმა ექვსი ადამიანის ცხედრის პოვნა და ხევიდან ამოყვანა შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.