თუშეთში მაშველებმა ავტოავარიისას ხევში გადავარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს
თუშეთში მაშველებმა ავტოავარიისას ხევში გადავარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს

თუშეთში მაშველებმა ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხევში გადავარდნილი კიდევ ერთი ადამიანის ცხედარს მიაგნეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების სამსახურში დაუდასტურეს.

თუშეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს დილიდან განახლდა. სამუშაოებში ჩართულა მძიმე ტექნიკაც.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ ხევში გადავარდნილ კიდევ ერთ ადამიანს.

რაც შეეხება დაშავებულებს, თელავის რეფერალური ჰოსპიტალი ორივე პაციენტმა დატოვა.

ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე სატვირთო მანქანა დიდი სიმაღლიდან გუშინ გადავარდა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, ხუთი კი დაშავდა. მათგან სამს საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა. ერთ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ.