თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე თბილისიდან სამაშველო და სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფები მიფრინავენ
თუშეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე თბილისიდან სამაშველო და სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფები მიფრინავენ

თუშეთის 23-ე კილომეტრზე, სადაც დღეს ომალოს მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი დიდი სიმაღლიდან გადავარდა, თბილისიდან სამაშველო და სასწრაფო დახმარების დამატებითი ჯგუფები მიფრინავენ.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა.

როგორც საქართველოს პირველ არხს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში განუცხადეს, ადგილზე ორი ეკიპაჟი მუშაობს და მიმდინარეობს, შვიდი მგზავრის ამოყვანა.

შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დადგინდა, რომ ავტოსაგაზაო შემთხვევის დროს სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე და გზიდან, ხევში გადავარდა.

„შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიებები“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაში.