თურქული გუნდი მეტოქე ფეხბურთელს თამაშისას ბასრი საგნის გამოყენებაში ადანაშაულებს

20:24, 05.03.2019

თურქეთის რანგით მესამე დივიზიონის გუნდის, საქარიასპორის ფეხბურთელები მეტოქე გუნდის ერთ-ერთმა მოთამაშემ მატჩის მიმდინარეობისას ბასრი საგნით დაჭრა. ყოველ შემთხვევაში, ამას ამტკიცებენ თავად საქარიასპორის წარმომადგენლები და ამატებენ, რომ დაშავებული მოთამაშეები მატჩის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„მატჩის შემდეგ ჩვენი მოთამაშეები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დადასტურდა, რომ ჭრილობები სწორედ ბასრი საგნით არის მიყენებული. საკითხით სამართალდამცავი სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ“, – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

საპასუხო განცხადებაში საფეხბურთო კლუბ ამედის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა და მხოლოდ „გუნდის დისკრედიტირებას ემსახურება“.

მსგავსი