ვინსენ კომპანი საავადმყოფოდან გაწერეს – ის „ბაიერნს“ მომდევნო სამი მატჩის განმავლობაში ვერ უხელმძღვანელებს #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ვინსენ კომპანი საავადმყოფოდან გაწერეს და რეაბილიტაციის პროცესს საკუთარ სახლში გააგრძელებს.
40 წლის ბელგიელი სპეციალისტი 23 ოქტომბერს, კლუბის სარეზერვო გუნდის ვარჯიშის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კომპანი უახლოეს პერიოდში დასვენებასა და ჯანმრთელობის სრულად აღდგენაზე იქნება კონცენტრირებული. ამ დროის განმავლობაში სამწვრთნელო შტაბის ძირითად მოვალეობებს მისი ასისტენტები შეასრულებენ, თავად ბელგიელი კი, საჭიროების შემთხვევაში, გარკვეულ სამუშაო პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, დისტანციურად ჩაერთვება. ის გუნდს მომოდევნო სამი მატჩის განმავლობაში ვერ უხემძღვანელებს – „ბაიერნი“ „დორტმუნდს“, მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „მაინცს“ დაუპირისპირდება.
კომპანის არყოფნაში გუნდს მისი ასისტენტი აარონ დენქსი ხელმძღვანელობს. სპეციალისტის განცხადებით, მთავარი მწვრთნელის ჯანმრთელობა კლუბისთვის უმთავრესი პრიორიტეტია.