თურქული გამოცემა – გიუნეშს ლოჩოშვილის და კიტეიშვილის „ტრაბზონში“ გადაყვანა იანვარში სურს #1TVSPORT
ცნობილი გახდა ახალი დეტალები იმ ქართველ ფეხბურთელებზე, რომელთაც „ტრაბზონსფორის“ მთავარი მწვრთნელი შენოლ გიუნეში ბათუმში საქართველოსა და უკრაინის მატჩზე აკვირდებოდა, – ინფორმაციას თურქული გამოცემა milliyet-ი ავრცელებს.
„ბათუმის არენაზე გამართულ მატჩში, რომელიც 1:1 დასრულდა, შენოლ გიუნეში ქართველ მცველს, ლუკა ლოჩოშვილსა და შემტევ ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს, ასევე უკრაინელ ცენტრალურ ნახევარმცველ ნიკოლაი შაპარენკოს აკვირდებოდა.
ლოჩოშვილი იტალიის სერია B-ის „კრემონეზეში“ თამაშობს, ხოლო შაპარენკო, – კიევის „დინამოში“. ყველაზე მეტად გიუნეშს მოეწონა კიტეიშვილი, რომელიც გრაცის „შტურმში“ 2018 წელს „დინამო თბილისიდან“ 760 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა, მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 18 ოფიციალურ მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. 28 წლის ფეხბურთელის ღირებულება 5 მილიონი ევროა.
„ტრაბზონი“ ამ ფეხბურთელების დამატებას იანვარში გეგმავს. გამოცდილი მწვრთნელის სურვილია, გუნდი ამ ტრანსფერებით გააძლიეროს“, – ამტკიცებს milliyet-ი.