თურქულ შეკრებაზე „ტორპედო“ ბულგარეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს შეხვდება #1TVSPORT
თურქულ შეკრებაზე „ტორპედო“ ბულგარეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერს შეხვდება #1TVSPORT

თურქულ შეკრებაზე მყოფი ქუთაისის „ტორპედო“ პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. საქართველოს თასის გამარჯვებული 21 იანვარს სოფიის ცსკა 1948-ს დაუპირისპირდება.

ბულგარეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ლიდერი გუნდი დაპირისპირებაშია ამავე სახელის მქონე მეორე კლუბთან. საქმე ისაა, რომ 2016 წლის ივნისში, მას შემდეგ რაც სოფიის ცსკა-ს წარმომადგენელი იურიდიული ფირმა გაკოტრდა, შეიქმნა ახალი კლუბი, რათა ეთამაშა ახლად შექმნილ პირველ პროფესიონალურ საფეხბურთო ლიგაში.

ზოგიერთმა გულშემატკივარმა არ აღიარა ეს პროცედურა და გადაწყვიტა დაეარსებინა საკუთარი კლუბი – სოფიის ცსკა 1948, რომელიც შეიქმნა 2016 წლის 19 ივლისს. ამჟამად გუნდი სოფიის ცსკა-სა და რაზგრადისლუდოგორეცის“ შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე და თასის გათამაშების მეოთხედფინალშია.

ბულგარულმა გუნდმა თურქეთში უკვე გამართა ერთი ამხანაგური მატჩი – გერმანიის მეორე ბუნდესლიგის როსტოკის „ჰანზას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა. ეს ფაქტი სოფიის გუნდის დონეზე მიუთითებს.

„ტორპედოსა“ და სოფიის ცსკა 1948-ის შეხვედრა საქართველოს დროით 18:00 საათზე დაიწყება და პირდაპირი ტრანსლაცია ქუთაისური კლუბის „იუთუბ“ არხზე იქნება.