თურქმენეთის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე მოოქროვილი შტანგა ასწია [ვიდეო]
თურქმენეთის პრეზიდენტმა მთავრობის სხდომაზე მოოქროვილი შტანგა ასწია [ვიდეო]

თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუჰამედოვს, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ეფექტური გამოსვლა ჰქონდა – იტყობინება azathabar.com.

მთავრობა აშხაბადში, ძალოსნობაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების საკითხებს განიხილავდა. ოფიციალური სხდომის დროს ბერდიმუჰამედოვი გამოვიდა და მოოქროვილი შტანგა ასწია.

ძალოსნობაში პლანეტის პირველობა დღეს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდება. ტურნირში მონაწილეობას შვიდი ქართველი ძალოსანიც მიიიღებს, რომლებიც თურქმენეთის დედაქალაქში დღეს გაემგზავრნენ, პირველი მათგანი კი ფიცარნაგზე 3 ნოემბერს გავა.