თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. დაშავებულია 50 ადამიანი. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე არიან.
5.7 მაგნიტუდის მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვართან მოხდა. პირველი ბიძგი ადგილობრივი დროით 9:24 საათზე ქოტურის ოლქში, ექვსი კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. მეორე, განმეორებითი ბიძგი კი 19:30 საათზე დაფიქსირდა ქალაქ ხოისთან.