თურქეთში, ვანის პროვინციაში მიწისძვრის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა

12:54, 23.02.2020

თურქეთში, ვანის პროვინციაში 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულია შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებულია კიდევ ხუთი პირი.

გავრცელებული ინფორმაციით, ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მიწისძვრა თურქეთ-ირანის საზღვრის სიახლოვეს, მიწის ზედაპირიდან 5 კმ-ის სიღრმეში, გამთენიისას მოხდა.

მსგავსი