თურქეთში კორონავირუსის 49 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 49 584 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 49 584 ადამიანს დაუდასტურდა. შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათში, თურქეთში „კოვიდ-19“-ით 211 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ვირუსს 32 667 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 28 498 პაციენტი.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 3,5 მილიონამდე შემთხვევა. ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 2 407 ინფიცირებული იმყოფება.