თურქეთში კორონავირუსის 37 674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 37 674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, თურქეთში კორონავირუსის 37 674 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 4.78 მილიონს მიაღწია.

ამასთან, ადგილობრივი მედიის ცნობით, კორონავირუსის შედეგად კიდევ 339 ადამიანი გარდაიცვალა. თურქეთში კორონავირუსს სულ 40 ათასამდე პაციენტი ემსხვერპლა.

ქვეყანაში 17 მაისამდე საყოველთაო კარანტინი მოქმედებს.