თურქეთში კორონავირუსის 22 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
თურქეთში კორონავირუსის 22 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში „კოვიდ-19“-ის 22 195 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას „ანადოლუ“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, თურქეთში „კოვიდ-19“-ისგან 25 516 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 241 დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, თურქეთში „კოვიდ-19“ ორ მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 1,78 მილიონი გამოჯანმრთელდა, ხოლო 17 851 გარდაიცვალა.