თურქეთში კორონავირუსის 11 749 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში კორონავირუსის 11 749 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 11 749 შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემებს თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 186 კოვიდინფიცირებული.

თურქეთში სულ აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების ორი მილიონ 300 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი, 22 450-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 9 894-ით გაიზარდა და ჯამში ორი მილიონ 180 ათასს გადააჭარბა. 3 094 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია.