თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 13 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 197 ადამიანი
თურქეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 13 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 197 ადამიანი

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 13 659 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 197 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, თურქეთში საღამოს საათებში კომენდანტის საათია დაწესებული, უქმეებზე კი მკაცრი კარანტინია გამოცხადებული.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში „კოვიდ-19“-ის 2 225 607 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 21 685 ადამიანი.