თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 19 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 254 ადამიანი
თურქეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 19 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 254 ადამიანი

თურქეთში ბოლო ერთ დღეში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 19 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ეპიდემიის დაწყების შემდეგ, თურქეთში დადასტურებული კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების რიცხვმა ორ მილიონს გადააჭარბა.

თურქული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში „კოვიდ 19“-ს 254 ადამიანი ემსხვერპლა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი კორონავირუსული ინფექციით საერთო ჯამში 18 351 ადამიანი გარდაიცვალა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმროებისა და განსახლების ობიექტების საახალწლო პროგრამების შეზღუდვის შესახებ გუბერნატორებს ცირკულარი გაუგზავნა. კორონავირუსის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების ფარგლებში, თურქეთში 31 დეკემბრიდან 4 იანვრამდე 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი იმოქმედებს.