თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 3 819 შემთხვევა დაფიქსირდა, 103 ინფიცირებული კი გარდაიცვალა
თურქეთში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის 3 819 შემთხვევა დაფიქსირდა, 103 ინფიცირებული კი გარდაიცვალა

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“ 3 819 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 103 ინფიცირებული. შესაბამის მონაცემებს თურქული მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სულ ქვეყანაში აღრიცხულია ინფიცირების 421 413 შემთხვევა. მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 11 714-ს შეადგენს.

ამასთან, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 688-ით გაიზარდა და ჯამში 359 063 შეადგინა.

კრიტიკულ მდგომარეობაში 3 657 პაციენტი იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელების მზარდი მაჩვენებლის გამო თურქეთის პრეზიდენტმა დამატებითი შეზღუდვების დაწესების შესახებ განაცხადა.