თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი
ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი. ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის შემთხვევების საერთო მაჩვენებელი ახლა 170,132-ს შეადგენს, ხოლო „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4,692-ს.
თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 2,647 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსი უკვე 137,969-მა პაციენტმა დაამარცხა.