თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი

21:37, 07.06.2020

ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში ახალი კორონავირუსის 914 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი. ინფორმაციას სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს.

ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის შემთხვევების საერთო მაჩვენებელი ახლა 170,132-ს შეადგენს, ხოლო „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 4,692-ს.

თურქეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 2,647 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყნის მასშტაბით ვირუსი უკვე 137,969-მა პაციენტმა დაამარცხა.

მსგავსი