თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 22 ადამიანი. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
თურქეთში ეპიდემიის დაწყებიდან 17 აგვისტომდე „კოვიდ-19“, საერთო ჯამში, 250 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 5996 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 231 97-ს შეადგენს.