თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 22 ადამიანი

თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა 22 ადამიანი. ინფორმაციას თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

თურქეთში ეპიდემიის დაწყებიდან 17 აგვისტომდე „კოვიდ-19“, საერთო ჯამში, 250 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. გარდაიცვალა 5996 პაციენტი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 231 97-ს შეადგენს.