თურქეთში აცხადებენ, რომ იდლიბში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ორი თურქი სამხედრო დაიღუპა
თურქეთში აცხადებენ, რომ იდლიბში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ორი თურქი სამხედრო დაიღუპა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იდლიბში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად ორი თურქი სამხედრო დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ორი თურქი სამხედრო სირიის სამთავრობო არმიის იერიშს ემსხვერპლა.

შეგახსნებთ, რამდენიმე საათის წინ რუსულმა ბომბდამშენებემა იდლიბში ავიაიერიში განახორციელეს. რუსული მედიის ცნობით, იერიში ტერორისტების წინააღმდეგ განხორციელდა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის არმიამ იდლიბში ბაშარ ასადის რეჟიმის ძალების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. მედიის ინფორმაციით, თურქეთის არმია სირიის ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს.