რუსულმა ბომბდამშენებმა სირიის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს
რუსულმა ბომბდამშენებმა სირიის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს

რუსულმა ბომბდამშენებმა სირიის ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, იერიში იდლიბში, ტერორისტების წინაღმდეგ განხორციელდა.

რუსული მედიის ცნობით, განხორციელებული იერიშით სირიის სამთავრობო არმიამ წარმატებით მოახერხა ყველა თავდასხმის მოგერიება.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის არმიამ იდლიბში ბაშარ ასადის რეჟიმის ძალების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო. მედიის ინფორმაციით, თურქეთის არმია სირიის ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს.

დატოვე კომენტარი