თურქეთში აცხადებენ, რომ ახლა საბერძნეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის გაუმჯობესებული პირობებია
თურქეთში აცხადებენ, რომ ახლა საბერძნეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის გაუმჯობესებული პირობებია

ახლა საბერძნეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის გაუმჯობესებული პირობებია, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა, ირბაჰიმ ქალინმა განაცხადა.

„ამ მომენტისთვის მოლაპარაკებების დაწყებისთვის უკეთესი კლიმატია. შანტაჟი და სანქციები თურქეთთან შედეგს არ მოიტანს. ევროპელმა პოლიტიკოსებმა ეს უკვე უნდა იცოდნენ“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის სპიკერმა.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქულმა სეისმური კვლევის ხომალდმა, „ორუჯ რეისმა“, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში ბუნებრივი რესურსების ძებნის ოპერაცია დაიწყო. ევროკავშირი ქვეყნებს შორის მოლაპარაკებებს უჭერს მხარს. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაერთიანებამ შესაძლოა, თურქეთს სანქციები დაუწესოს.