ხმელთაშუა ზღვის სადავო ნაწილის გამო, თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ისევ დაიძაბა
ხმელთაშუა ზღვის სადავო ნაწილის გამო, თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ისევ დაიძაბა

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ისევ დაიძაბა. მხარეები აცხადებენ, რომ სამხედრო-საზღვაო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

თურქეთმა უკვე გაავრცელა გაფრთხილება და ყველა ხომალდს წვრთნების ჩატარების ადგილიდან თავის შორს დაჭერა ურჩია.

საბერძნეთის მთავრობამ წვრთნების ჩატარების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში სეისმური კვლევების ჩასატარებლად მისია გაახანგრძლივა.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ათენსა და ანკარას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი ეწვევა.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის დავა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიას უკავშირდება. თურქეთმა სადავო წყლებში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები დაიწყო. ათენმა ეს ნაბიჯი დაგმო, როგორც უკანონო და დახმარება ევროკავშირისგან მოითხოვა.