თურქეთმა ხმელთაშუა ზღვაში, საბერძნეთთან სადავო რაიონში კვლევითი სამუშაოების ვადა 12 სექტემბრამდე გააგრძელა

01:15, 01.09.2020

თურქული გემი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, საბერძნეთთან სადავო რაიონში კვლევით სამუშაოებს 12 სექტემბრამდე გააგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

აქამდე კვლევითი სამუშაოები პირველ სექტემბრამდე იყო დაგეგმილი.

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ნახშირწყალბადების ძებნის ოპერაცია დაიწყო. საბერძნეთი თურქეთს სუვერენიტეტის შელახვაში სდებს ბრალს.

მსგავსი