თურქეთში 24 საათის განმავლობაში მეორე მიწისძვრა მოხდა

11:31, 19.02.2020

თურქეთის დასავლეთით, მუღლას პროვინციაში 4,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „ანადოლუ“ ავრცელებს.

მიწისძვრა შვიდი კილომეტრის სიღრმეში მოხდა. ეს ბოლო 24-საათში თურქეთში მომხდარი უკვე მეორე მიწისძვრაა. პირველი მიწისძვრა მანისაში მოხდა და მისი სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო.

გასულ თვეს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 41 ადამიანი დაიღუპა, 1600 კი დაშავდა.

მსგავსი