თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს
თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს

თურქეთმა და აზერბაიჯანმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დაიწყეს.

აზერბაიჯანული მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სამხედრო წვრთნები, სახელწოდებით „ზამთრის წვრთნები 2021“, თურქეთის ყარსის რეგიონში მიმდინარეობს და 12 თებერვლამდე გაგრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო წვრთნების მიმდინარეობისას ჯარისკაცები სხვადასხვა იარაღიდან ისვრიან.